top of page
1.png

მითხარი ვინ არის შენი მტერი და გეტყვი ვინ ხარ შენ

- კარლ შმიტი

2013 წელს ფედერალურ ასამბლეის გამოსვლაზე პუტინმა რუსეთი გამოაცხადა "ცივილიზაციის სულიერი და მორალური საფუძვლის დამცველად". რუსულმა სახელმწიფომ შეიძინა საკრალური მნიშვნელობა, პუტინს აქვს მისია, რომ ებრძოლოს და დაამარცხოს დასავლური ლიბერალიზმი, რომელიც მსოფლიოს გარყვნას მოასწავებს. პოლიტიკური თეოლოგიის ჭრილში გაკეთებული პუტინის განცხადება გვამცნობს, რომ სახელმწიფო განასხვავებს ერთმანეთისგან, რა არის “წმინდა” და რა არის “უწმინდურება”.

 

საზოგადოებაში არსებული კულტურული და ფსიქოლოგიური ფაქტორები ხშირად ხდება პოლიტიკური მანიპულაციის იარაღი. მსგავსი ტენდენცია, ძირითადად, ხასიათდება პროპაგანდით, ტყუილების გავრცელებით და პოლიტიკური მანიპულაციით იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც სახელმწიფო მტრად აღიქვამს. ბუნებრივია, რომ პოლიტიკური მანიპულაცია, ხშირად, ფსიქოლოგიურ და კულტურულ ფაქტორებს ემყარება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფობია და სიძულვილი ადამიანების მიმართ ყოველთვის კულტურული ნორმებითაა განპირობებული. საინტერესოა, რა პოლიტიკურ კონტექსტს მოიცავს ზემოთ ნახსენები პუტინის განცხადება და, რეალურად, რა დგას მისი რიტორიკის უკან.

ისტორიული კონტექსტი

ჯორჯ მოსე წიგნში: „ადამიანის გამოსახულება: თანამედროვე მასკულინობის შექმნა“, განიხილავს, თუ როგორ ჩამოყალიბდა და განვითარდა მასკულინობის თანამედროვე გაგება მე-20 საუკუნეში. მასკულინობის იდეა კავშირშია ევროპაში ნაციონალიზმის განვითარებასთან, რომელმაც კაცის და ქალის ახალი ტიპის არქეტიპები წარმოშვა. “გერმანული ნაციზმის, იტალიური ფაშიზმის და სტალინიზმის ეპოქაში იქმნება მასკულინური მამაკაცის და ფემინური ქალის სელექციური, კარიკატურული, ანუ მაქსიმალური სიმძაფრით განსაზღვრული სქესობრივი როლების ნიმუშები. გმირი, მეომარი, მშრომელი მასკულინური კაცი და ქალი, როგორც კვლავწარმოების მანქანა”, - ამბობს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. 

ამ იდეალის გავრცელებას ხელი შეუწყო სხვადასხვა კულტურულმა რეპრეზენტაციებმა და, საბოლოოდ, გადაეჯაჭვა ეროვნული სიწმინდისა და სიძლიერის ცნებებს. გარდა ამისა, ორმა მსოფლიო ომმა შექმნა ჯარისკაცი, როგორც კაცურობის განსახიერება და წარმოქმნა მისი ანტი-იდეალიც რბილი, ემოციური, „ქალური“ მამაკაცი. ამგვარი გენდერული ნორმები ხელს უწყობენ თანამედროვე მასკულინობის მშენებლობას და შენარჩუნებას.

მითი ჰიტლერისა და გემის შესახებ

სტატიაში "პოლიტიკური ჰომოფობია", გიორგი მაისურაძე იხსენებს საბჭოთა კავშირში გაჩენილ მითს, რომლის მიხედვითაც, ჰიტლერმა "მორფინისტები" გემში ჩასვა და ჩაძირა. სავარაუდოდ, 1970-იან წლებში შექმნილი მითის ნარატივი 1990-იან წლებში შეიცვალა და "მორფინისტები" ჰომოსექსუალებმა ჩაანაცვლეს. ავტორი აღნიშნავს, რომ მსგავს მითს მხოლოდ პოსტ-საბჭოთა სივრცეში გადააწყდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის პატარა დისკუსია მოგვიანებით მეც აღმოვაჩინე ქართულ ფორუმზე.​​​​​​​​

Capture.PNG

30-იან წლებში, სტალინიზმის ეპოქაში ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ მიღებული კანონი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ხდება. მითს და ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ არსებულ პროპაგანდას საბჭოთა ხელისუფლება, ერთი მხრივ, ოპონენტების გასანადგურებლად იყენებს, ხოლო, მეორე მხრივ, ჰომოსექსუალობის გაჩენას დასავლური კაპიტალიზმის დეკადანსს მიაწერს.

საბჭოთა კავშირის დაშლა, პოსტ-საბჭოთა სირვცე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტ-საბჭოთა სივრცეში ღვივდება ახალი, რუსული ნაციონალიზმი, რომელიც მთლიანად ანტი-დასავლურ აფექტზეა აგებული. გიორგი მაისურაძე ინტერვიუში იხსენებს პირად ისტორიას 90-იანი წლებიდან, როგორ უკავშირდება, ტელევიზიების მეშვეობით, დასავლურობა განსხვავებულ სექსუალურ იდენტობას და დეკადანსურ კულტურას. შემდგომში, 2000-იანი წლებიდან, პუტინის გაპრეზიდენტებასთან ერთად, იწყება ამ აფექტის პოლიტიკურ დონეზე ინსტრუმენტალიზაცია. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რუსეთი, როგორც საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრე, ვერ უწევს წინააღმდეგობას და მარცხდება კონკურენციაში მდიდარ, ლიბერალურ-დემოკრატიაზე დაფუძნებულ ევროპასთან. ამიტომ ცდილობს გაამარგინალოს ისინი. 2013 წლის განცხადეების საფუძველზე, პუტინი გეოპოლიტიკურ დონეზე პოზიციონერებს, როგორც „მორალური სუვერენიტეტის“ გარანტი. მსგავსი ნარატივით პუტინი აძლიერებს საკუთარ იმიჯს, როგორც რუსული იდენტობის მფარველის და აერთიანებს მოსახლეობას ტრადიციული ღირებულებების გარშემო. საერთაშორისო დონეზე, ეს რიტორიკა აძლიერებს კონსერვატიულ მოძრაობებს და ნაციონალისტურ ჯგუფებს, რომლებიც რუსეთს გლობალურ ძალასთან მებრძოლად ხედავენ. ტრადიციული ღირებულებზე ხაზგასმით, პუტინი არა მხოლოდ აძლიერებს საკუთარ ძალაუფლებას რუსეთში, არამედ ცდილობს გააფართოოს რუსეთის გავლენა ევროპაზე.

რუსეთ-უკრაინის ომი

​აღსანიშნავია, რომ შემდგომში, უკრაინის წინააღმდეგ კონფლიქტში რუსეთის მხრიდან ვხედავთ ანტი-გენდერული პოლიტიკის გაგრძელებას და, ფაქტობრივად, კულმინაციას. 2022 წლის 6 მარტს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა, რომელიც პუტინისა და კრემლის მოკავშირედ არის მიჩნეული, ჩატარებული წირვის დროს უკრაინაში ომი “გეი აღლუმებზე დაფუძნებული ცივილიზაციის წინააღმდეგ მეტაფიზიკურ ბრძოლად” მოიხსენია. ამით ყველაფერი ნათქვამია - მეტაფიზიკური ბრძოლა, ანუ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ საფეხურზე აყვანილი ინტრუმენტალიზაცია იმ თემებისა, რომლებზეც პუტინისტური ნარატივი დგას. კირილის განცხადება გამოძახილია 2013 წლის რიტორიკისა და პირდაპირი გაგრძელებაა პუტინის მიზნის - რუსული ორბიტა, როგორც წმინდა, მორალური წესრიგის შენარჩუნების ერთადერთი გარანტორი.

 

კრემლის პოლიტკა რუსეთ-უკრაინის ომში მხოლოდ რიტორიკა არ არის. ის ვრცელდება დამახინჯების გათვლილ სტრატეგიაზე. როგორც გიორგი მაისურაძემ აღნიშნა, ეს გულისხმობს გენდერული თემების კარიკატურიზაციას, რაც ამ შემთხვაში გაბუქებას და გადამეტებულ ყურადღებას გულისხმობს, რაც მანიპულაციის და კონკრეტული დღის წესრიგის შექმნისკენ მიმართული სტრატეგიაა. ეს ნარატივი ცვლის კონფლიქტის შინაარსს და გარდაქმნის მას დასავლეთის გავლენისგან ტრადიციული ღირებულებებისა დაცვაში. ასე ომი წარმოჩინდება, როგორც კულტურული ბრძოლას და არა - გეოპოლიტიკური. ამით რუსული პროპაგანდა ცდილობს მოიპოვოს საშინაო მხარდაჭერა და გაამართლოს თავისი ქმედებები. ეს ტაქტიკა არა მხოლოდ ამახინჯებს რეალური კონფლიქტის შინაარს, არამედ ყურადღების ფოკუსს ცვლის ომის დანაშაულებებიდან სხვა, წამოსახვით საფრთხეებზე.
 

ამის მაგალითია დეზინფორმაციის ის ტალღა, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინულ და რუსულ მედიებში დღემდე ვრცელდება.
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

​​

 

 

პუტინის პოლიტიკის პრაქტიკული შედეგები

ფსიქოლოგიურ და კულტურულ დონეზე გენდერული თემების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია თეორიულ ჩარჩოსა და რიტორიკის საფუძველზე ხდება. აქედან გამომდინარე, ორი საკითხია მნიშვნელოვანი: პირველი, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მსგავს პოლიტიკას საკანონმდებლო დონეზე და მეორე, სად და როგორ შეიძლება აღმოვაჩინოთ იმ რიტორიკის პრაქტიკული გამოვლინებები. ამ გზით შევძლებთ გავიგოთ არა მხოლოდ მიზნები, არამედ, დავინახოთ ანტი-გენდერული პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაციის შედეგი ყოველდღიური გამოცდილებების საფუძველზე.

რუსეთი, თავისი ძლიერი ნაციონალური ლიდერის - პუტინის - დახმარებით იბრძვის “დევიანტური” და “გარყვნილი” ევროპის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს რუსეთის უნიკალური კონსერვატიული ნაციონალური იდენტობის - პატრიოტიზმის, ტრადიციული გენდერული როლების, მართლმადიდებლობის - შეცვლას და/ან გაქრობას [I]. 2013 წლის 30 ივნისს რუსეთის ფედერალურ კანონში მტკიცდება ახალი ცვლილებები ,,ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის ზიანის მომტანი ინფორმაციისაგან ბავშვების დაცვის შესახებ”, რომლის მიხედვითაც აიკრძალა მცირეწლოვნებში ,,არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა”. ამ კანონთან ერთად რუსეთი იღებს კიდევ ერთ კანონს, ,,უცხოეთის აგენტის” შესახებ [II].

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 

რესპოდენტის გამოთქმულ აზრს ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც მსგავსი კანონების მიღებამ ,,გააძლიერა სტიგმა, წინასწარგანწყობა და წაახალისა ჰომოფობია”.

გარდა ამისა, საინტერესოა, რომ გიორგი მაისურაძე ჩვენთან საუბარში მიუთითებს სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში ანტი-გენდერული პოლიტიკა წარმოებს. ხშირ შემთხვევაში, ეს არის წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია, ინფორმაციული ტალღა, რომელიც, შემდგომში, სახელმწიფო და კანონის დონემდე მაღლდება. იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაციულ ველში მსგავსი ტიპის მსჯელობა უკვე არსებობს ანტი-გენდერული პოლიტიკის შესახებ, მმართველ პარტიას უმარტივდება ამ თემის გარშემო საუბარი.  

​​

​​

​​

​​

​​

​​

​​

​​

​​

​​

​​

​​

​​

​​

​​

​​

​​

​​

​​

 

 

 

 

როგორც უკრაინის შემთხვევაში, საქართველოშიც ხშირად ვხვდებით დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც უკრაინის, გენდერული პოლიტიკის და ევროპის გარშემო ტრიალებს. ამის მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სხვადასხვა ტიპის ფოტო თუ ვიდეო ფაბრიკაცია, რომელიც “მითების დეტექტორმა” გამოიკვლია. მედიის განვითარების ფონდმა ფაქტების გადამოწმების პორტალი “მითების დეტექტორი” 2014 წელს დააფუძნა. “მითების დეტექტორი” მიზნად ისახავს ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებას, ფარული დღის წესრიგების გამოვლენას და ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების ამაღლების გზით, დეზინფორმაციის მავნე გავლენაზე აუდიტორიის ინფორმირებას.

როგორც მაისურაძე აღნიშნავს, დეზინფორმაციის კამპანიას, ძირითადად, ის ადამიანები აწარმოებენ, რომლებიც “ქართულ ოცნებას” ხელს უწყობენ საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაში.

​გთავაზობთ სხვადასხვა დროს გავრცელებულ დეზინფორაციულ მასალებს, რომლებიც "მითების დეტექტორმა" შეისწავლა და დაამუშავა​

​​

​​

​​

​​

 

 

 

 

ჩვენი აქცენტის ქართულ კონტექსტზე გადატანით ჩნდება კითხვა არის თუ არა კოორდინაციაში საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია პუტინის სტრატეგიასთან. რა კონტექსტში განიხილება ანტი-გენდერული საკითხები სხვადასხვა მედიის საშუალებით და რა როლი აქვს მას პოლიტიკურ დისკურსში.​​​​

ჟურნალისტი შოთა ხინჩა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონტექსტში, ანტი-ლგბტქ+ რიტორიკა ყოველთვის რუსეთთან არაა დაკავშირებული. თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ ამ განსხვავების გაქრობა პირდაპირაა დაკავშირებული გენდერული პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაციასთან. შესაბამისად, ნებისმიერ მსჯელობა იდენტობის საკითხთან დაკავშირებით ავტომატურად უკავშირდება იმ რიტორიკას, რომელსაც მმართველი პარტია აწარმოებს.

​​

​​​

​​

​​

​​

​​

​​

​​

 

 

 

 

2023 წელს, MDF-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში “სექსისტური ენა და გენდერული დეზინფორმაცია” ვკითხულობთ: “იდენტობის თემატიკაზე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებამ განსაკუთრებული სიმწვავე ე.წ. რუსული ტიპის აგენტების შესახებ კანონის განხილვის დროს შეიძინა, რა დროსაც როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე კრემლისტური და კონსერვატიული აქტორები უცხოურ დაფინანსებას იდენტობასთან ბრძოლის მიზნებთან აკავშირებდნენ, დასავლური დაფინანსებით მოქმედ არასამთავრობოებს კი აგენტებად სახავდნენ.”

ამავე კვლევაში შეგვიძლია ვნახოთ სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც გზავნილები პოლიტიკოსებისა და ტრადიციული მედიის მხრიდან, ძირითადად, სამი თემის გარშემო ტრიალებს: 1) დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას / გარყვნილებას 2) დასავლეთის დაფინანსება იდენტობასთან ბრძოლას / ლგბტ პროპაგანდას ხმარდება 3) ევროკავშირში ინტეგრაცია / კანდიდატის სტატუსი უდრის ტრადიციული იდენტობის დაკარგვას.

​​

 

​​

​​

​​​

ფილოსოფოსი, გიორგი მაისურაძე ინტერვიუში საუბრობს იმ მიზეზებსა და მიზნებზე, რამ წარმოშვა და ხელი შეუწყო გენდერული ინტდენტობის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას

საინტრესოა, რა შედეგები მოჰყვება მსგავს პოლიტიკას და იცავს თუ არა პუტინი თავად იმ “ღირებულებებს”, რომლებზეც თავის რიტორიკაში საუბრობს. ამ საკითხს განიხილავს ჩვენთან ინტერვიუში მკლევარი - თამარ თოლორდავა.

მედია დეტექტორი არის უკრაინული ორგანიზაცია, რომელიც 2016 წლიდან არსებობს. ისინი იძიებენ პროპაგანდას და დეზინფორმაციას უკრაინულ და რუსულ მედიებში. მათი დახმარებით გამარტივდა უკრნის ომის დროს გავრცელებული დეზინფორმაციის გამოაშკარავება

ქუოუთების ვარიანტები იწყება.png
00:00 / 01:16
5

მტკიცება, თითქოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონპროექტის შეტანას აპირებენ, დეზინფორმაციულია.

2

ანგარიში "შიინ ევროპისკენ" კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას.

1 (1)

ჟურნალისტის დისკრედიტაციის მინზნით, 21 აპრილს ფეისბუქ-ჯგუფში “ქვეყნის მტრების არქივი” ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის, ფოტო გავრცელდა.

4 (1)

უკრაინაში მებრძოლი ქართველის შესახებ ფოტომანიპულაცია ვრცელდება. ანგარიშიდან "შიინ ევროპისკენ"

mdfff

იდენტურ ფოტოსა და აღწერას ,,ტელეგრამის” არხზე ავრცელებს კრემლისტური იდეების გამავრცელებელი პოლიტიკის ექსპერტი ალექსანდრ სკუბჩენკო.

3

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა, რადგან ომში ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებიც იბრძვიან

შოთა ხინჩა საუბრობს ანტი-გენდერულ პოლიტიკაზე საქართველოს კონტექსტში. განიხილავს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების რიტორიკას და მათ განწყობებს. 

Screenshot_1.png
Screenshot_2.png

 

 

ამდენად, მაშინ, როცა საქართველოსა და რუსეთის ანტი-გენდერულ პოლიტიკას შორის სტრატეგიული კავშირი აშკარაა, ამ ურთიერთობის ზუსტი ბუნება მოითხოვს შემდგომ გამოკვლევას. მიუხედავად მსგავსებისა, რთულია იმის გადაჭრით თქმა, ანტი-გენდერული პოლიტიკის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია რუსეთის გავლენის შედეგია საქართველოში თუ ადგილობრივი სტრატეგიული გადაწყვეტილება. ამასთანავე, ჩვენთან ინტერვიუში, მკვლევარი თამარ თოლორდავა ამბობს, რომ: “რუსეთმა შექმნა ერთგვარი “სახელმძღვანელო”, რომელსაც სხვა სახელმწიფოები ზოგჯერ მისგან დამოუკიდებლად იყენებენ.

საბოლოო ჯამში, ჩვენი ანალიზი ცხადყოფს, თუ როგორ მანიპულირებს რუსეთი ანტი-გენდერულ პოლიტიკით. გენდერთან დაკავშირებული საკითხების დაპირისპირება ტრადიციულ  ღირებულებებთან არის ის სტრატეგია, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური მხარდაჭერის გასამყარებლად. ზემოთ აღწერილი ნარატივის საფუძველზე რუსეთი გეოპოლიტიკურად პოზიციონირებს, როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველი სახელმწიფო და “იცავს” მსოფლიოს დასავლური ლიბერალიზმისგან. ამის საფუძველზე აიგნორებს რეალურ გამოწვევებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და არსებითი დისკუსიის ნაცვლად, ხელს უწყობს პოლარიზაციას და მსგავსი საკითხების სტიგმატიზებას.

გამოყენებული ლიტერატურა

​​

[I] Zevelev, I. 2016. Russian National Identity and Foreign Policy, Washington, D.C.: Center for Strategic and International Studies, pp. 11-12

[II] კანონი ,,უცხოეთის აგენტის” შესახებ რუსეთში 2012 წელს მიიღეს, რომლის მიხედვით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან იღებს ფინანსურ დახმარებას, უნდა დარეგისტრირდეს როგორც ,,უცხოეთის აგენტი”. 2017 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ამ სიას დაემატა მედიაც.

​​

​​​

​სტატიის ავტორი : რატი ტყემალაძე ​​

მითების დეტექტორის ლაბორატორია​​​​​

bottom of page